საზაფხულო სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის №59 საჯარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში
წინასწარ შედგენილია მუშაობის პროგრამა,რომლის მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის უნარების განვითარება. ეს მიიღწევა სპეციალურად შერჩეული პროგრამით, რომელშიც შედის სახალისო ამოცანები, უცხო ტექსტებზე მუშაობა-კითხვა, გაგება-გააზრება, ხელოვნების, მუსიკალური და სპორტული აქტივობები. ჩატარდება გასვლითი გაკვეთილები
პერიოდი: 2019 წლის 27 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა);
სწავლების ენა: ქართული;
სწავლების ფორმა: უფასო;
მოსწავლეთა კატეგორია: ამავე სკოლის Iა კლასის მოსწავლეები
ადგილი: 59-ე საჯარო სკოლა;
მასწავლებელი: თეო გიორგობიანი, ქეთევან მაისურაძე რეგისტრაციის ვადები: 20 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით.
სააპლიკაციო ფორმა შეივსება თეო გიორგობიანთან.
საზაფხულო სკოლის პროგრამა
პროგრამის სახელწოდება: საზაფხულო სკოლა
|
პ პროგრამის ხანგრძლივობა: 25 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა)
|
პროგრამის მიზანი:
ü კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
ü სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
ü თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება.
|
პ პროგრამის აქტუალურობა:
საზაფხულო სკოლის პროგრამა შედგენილია ისე, რომ შერჩეული აქტივობები ხელს შე- უწყობს ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა წიგნიერება, ციფრული, რაოდენობრივი და ეკოლოგიური წიგნიერება.ამ კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა სასურველია დაიწყოს სწავლების პირველივე საფეხურიდან. რადგან მათი ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში.
|
პროგრამის აქტივობები:
1. წაკითხული ტექსტის გააზრება:
ü ვ.გულეურის „ფერადი ფანქრები“;
ü მ. წიკლაურის „მწერები“;
ü ვ.გულეური, პ.პაპავა- „ვინ სად ცხოვრობს“;
ü ვ. გულეურის „ნისკარტი და ფრთები“;
ü თ.მახარაძის „სოფელში“.
2. სახალისო მათემატიკა:
ü ლოგიკური ამოცანები;
ü სახალისო სავარჯიშოები.
3. ეს საინტერესოა:
ü ნარჩენების ეფექტური მართვა;
ü საუბარი ცხოველებზე-ფოცხვერი;
ü ნაძვი-მარადმწვანე მცენარე;
ü ვიკინგები.
5. სპორტული აქტივობები:
ü განმავითარებელი ვარჯიშები;
ü მოძრავი თამაშობები;
ü მხიარული სტარტები.
6. ხელოვნების საათი:
ü საუბარი ხელოვნების დარგებზე, ჟანრებზე;
ü ხატვა თავისუფალ თემაზე;
ü მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებით მიღებული ემოციების გადმოცემა ნახატში;
ü აპლიკაციისა და კოლაჟის მეთოდით გამოსახულებებისშექმნა;
ü ანიმაციური ფილმების ჩვენება.
|
საზაფხულო სკოლა-მასალები
No comments:
Post a Comment